вторник, 12 мая 2009 г.

ბავშვთა უფლებები და მოწოდებები

გაეროს ბავშთა ფონდი(UNICEF)გაერთიანებული ერების ორგანიზაცია,რომელიც მოწოდებულია დაიცვას ბავშვთა უფლებები,დააკმაყოფილოს მათი ძირითადი საჭიროებები და ხელი შეუწყოს უშუალოდ მათ,განავითარონ ბავშვთა პრობლემებზე მუშაობა.
იუნისეფი,რომელიც 1946 წელს დაარსდა მის ძირითად საქმიანობას ბავშვთა უფლებების დაცვა წარმოადგენს.იუნისეფი ხელმძღვანელობს ბავშვის უფლებათა კონვერციით და მიაჩნია,რომ კაცობრიობის შემდგომი პროგრესი წარმოუდგენელია ბავშვთა გადარჩენის,დაცვის და განვითარების გარეშე.
1965 წელს,ბავშვთა კეთილდღეობის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვრილისათვის იუნისეფს მიენიჭა ნობელის პრემია მშვიდობის სფეროში.
იუნისეფის ოფისი საქართველოში 1993 წლის ბოლოს გაიხსნა ერთადერთი მიზნით-საგანგებო დახმარება აღმოეჩინა მძიმე ეკონომიურ და პოლიტიკურ კრიზისში მყოფი საქართველოსთვის.
1989 წელს ბავშვის უფლებათა კონვერციამ დაასრულა მუშაობის პროცესი,რომელშიც მონაწილეობდნენ არასამთავრეობო ორგანიზაციები, მთავრობები და ადამიანის უფლებათა ექსპერტები.დღეისათვის,მსოფლიოს ყველა ქვეყანა,ორის გარდა,თანახმაა შეასრულოს ამ მნიშვნელოვანი ხელშეკრულების ნომრები,რომლის მიხედვითაც სახელმწიფოს უპირველესი საზრუანვი უნდა იყოს 18 წლამდე ასაკის ბავშვების დაცვა და მათზე ზრუნვა.
მიუხედავად იმისა,რომ არსებობს ბავშვის უფლებებთან დაკავშირებული სხვა საერთაშორისო შეთანხმებებიც,კონვენცია მაინც უნიკალურია,რადგან ის არის ერთადერთი,რომელიც უზრუნველყოპს ბავშვების სამოქალაქო,პოლიტიკურ,ეკონმიურ,სოციალურ და კულტურულ უფლებებს.
კონვენცია 4 ძირითადი პრინციპისგან შედგება.
*ბავშვებმა არ უნდა განიცადონ დისკრიმინაცია კანის ფერის,სქესის, რელიგიის,პოლიტიკური თუ სხვა მრწამსის,ეროვნული,ეთნიკური თუ სოციალური წარმომავლობის,ქონებრივი მდგომარეობის,ინვალიდობის და ა.შ. გამო.
*ბავშვს აქვს სიცოცხლის შენარჩუნების და ყოველმხრივი განვითარების უფლება (იგულისხმება ბავშვის ფიზიკური, ემოციური,ინტელექტუალური,ფსიქო-სოციალური და კულტურული განვითარება)
*ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესები პირველ რიგში უნდა იყოს გათვალისწინებული ყველა იმ გადაწყვეტილებების მიღებისას და განხორციელებისას,რომლებიც ეხება ბავშვების ან ბავშვთა ჯგუფებს.არა აქვს მნიშვნელობა,ვინ მიიღო ეს გადაწყვეტილება-მთავრობამ,ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოების ხელმზღვანელობამ თუ თვით ოჯახმა.
*ბავშვებს საშუალება უნდა მიეცეთ აქტიური მონაწილეობა მიიღონ ყველა იმ საკითხის გადაწყვეტაში,რომელიც მათ აწუხებთ და თავისუფლად გამოთქვან საკუთარი შეხედულება.ბავშვებს აქვთ უფლება მათი აზრი ყურადღებული იყოს.

ჩვენ როდესაც ვტოვებდით ქალაქს დიდი იმედი გვქონდა და გვჯეროდა,რომ ჩვენ მშობლიურ ქალაქში მაინც დავბრუნდებოდით.საერთოდ პატარებს ყოველთვის გვჯერა.ასე ჩვენსავით სჯეროდა პატარა გვროშს-პრუგოს მსოფლიო კლასიკის საგანძურად ქცეული ,,საბრადონის’’კოლორიტულ გმირს,რომელიც თან იბრძოდა,ბარიკადებზე დგომით თანაუგრძნობდა,მათთვის ტყვია წამალს აგროვებდა,თან ვერ გაეგო,საერთოდ საჭირო იყო თუ არა ეს სროლა,რატომ იხოცებოდნენ ადამიანები ,,ეს ვოლტერის ბრალია,ეს კი რუსოს ბრალია’’-დიდებს ადანაშაულებდა თავის ცნობილ სიმღერაში.გესმით,დიდებო,ვოლტერს და რუსოს,დიდ გამანათებლებს აბრალებდა პატარა მამაცი ბიჭი,რადგან ის უფრო მსხვერპლი იყო,ვიდრე მეომარი,უფრო თამაში სწყუროდა,ვიდრე ომი,ამიტომაც ,,ჩიტუნა ვარ პატარაო’’-თქვა სიკვდილის წინ.
დიახ,ჩვენ ჩიტუნები ვართ.ჩვენ მხოლოდ მშვიდობა,ალერსი,სითბო და სიყვარული გვჭირდება,ჩვენ კი ათსგვარ საშინელებას ვიგონებთ-ტერორისტულ აქტებს,სეპარატისტულ შეტქმულებებს, ომს,რევოლუციას,აჯანყებას...


კონვენციის პრინციპიდან გამომდინარე გთხოვთ შეისმინოთ ჩვენი და დაგვიცვათ:

1.წამებისგან,სხვა სასტიკი,არაადამიანური და ღირსების დამამცირებელი მოპყრობისგან ან სასეჯლისგან.

2.ისეთი გაუთვალისწინებელი სიტუაციებისგან,როგორიცაა შეიარაღებული კონფლიქტები,დაშორებულობა მშობლებისგან და ოჯახისგან.

3.ნებისმიერი სახის დისკრიმინაციისგან...

4.თავისუფლად გამოვთქვათ საკუთრი შეხედულებები.

5.უკანონოდ დაპატიმრებისაგან და თავისუფლების გაუმართლებელი აღკვეთისგან....